კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

“რონალდუს ნახვის დრო არ მქონდა“ - ბენზემამ კრიტიკოსებს უპასუხა

მადრიდის „რეალი“ საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერ თასის ფინალისთვის ემზადება, სადაც „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

საუდის არაბეთში, კონკრეტულად კი რიადში კრიშტიანუ რონალდუც იმყოფება, სადაც „ალ ნასრი“ ვარჯიშობს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ყოფილი გუნდის ვარჯიშზე მივიდა და ძველი თანაგუნდელები მოინახულა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც კრიშტიანუ ანჩელოტისთან და რობერტო კარლოსთან ერთად არის. გულშემატკივრებმა კი უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ბენზემამ რონალდუსთან ერთად სურათი არ გადაიღო. ამ ფაქტს კი თავად „რეალის“ კაპიტანი გამოეხმაურა.

ბენზემა:

„იმის დასადასტურებლად, რომ მე და რონალდუ მეგობრები ვართ სურათის გადაღება არ გვჭირდება. ფოტოებს ინსტაგრამისთვის და „ტვიტერისთვის“ ვიღებთ და ეს ცალკე სამყაროა.

რეალურად, რონალდუს ნახვის დრო არ მქონდა, რადგან ვვარჯიშობდი და სულ მალე ისიც თავის ვარჯიშზე წავიდა. იმედი მაქვს, კრიშტიანუს ხვალ სტადიონზე შევხვდები და ერთმანეთთან სასაუბრო დრო გვექნება.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალი 15 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ერთმანეთს, როგორც უკვე მოგახსენეთ „რეალი“ და „ბარსელონა“ უპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები