ოქროს მედალი დიდ პრიზზე - ქართველების წარმატებული გამოსვლა
ტყვიის სროლაში, სლოვენიის „დიდი პრიზის“ გამარჯვებული მარიამ ფროდიაშვილისა და ცოტნე მაჭავარიანის დუეტია, ფინალში სომეხი სპორტსმენების, ელმირა კარაპეტიანისა და ბენიკ ხლგატიანის წყვილი 16:14 დაამარცხეს. ინფორმაციას საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ქართულმა წყვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი 575 ქულით მოიგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. მეორე ადგილზე სომხური და კორეული წყვილები 574 ქულით გავიდნენ. ფინალში სომხებმა იასპარეზეს, კორეელები კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთნენ.
კორეელებთან ერთად ბრინჯაოს მედლისთვის დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლები ჩეხეთისა და დიდი ბრიტანეთის სპორტსმენებს ერგოთ.