ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Calciomercato: კვარა ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო

იტალიური Calciomercato „იუვენტუსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს ეხმაურება და ასევე აღნიშნავს, რომ თავის დროზე ქართველი შემტევის შეძენის შანსი ტურინელებმა ხელიდან გაუშვეს.

KVARA IS BACK

„2023 წლის დასაწყისი კვარაცხელიასთვის დაუვიწყარი არ ყოფილა, რადგან ის ინტერთან და სამპდორიასთან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და მისი შეჩერება შეძლეს. მაგრამ ეს იყო მატჩი, რომ მას თავისი შესაძლებლობები კვლავ ეჩვენებინა და დაბრუნებულიყო. მან დანილო ფლანგზე გააგიჟა, მეორე გოლი გაიტანა და მისი აღნიშვნა განმათავისუფლებელი იყო, რომლითაც მან ყველა კრიტიკოსი დაადუმა. სწორედ ამ მომენტში დაბრუნდა ტალანტი ზურგზე 77 ნომრით, რომელმაც მეორე ტაიმში დიდებული ფეხბურთი ითამაშა და 2 საგოლე პასი შეასრულა. მარადონაზე შეკრებილი უამრავი ქართული დროშის ფონზე, თანამემამულეების ტაშისა და ოვაციების ფონზე.

ბედის ირონიაა, რადგან შეიძლებოდა კვარაცხელიას დღეს იუვენტუსის მაისური სცმოდა. 2021 ფაქტობრივად ტურინში მოსახვედრად ერთი ნაბიჯი აშორებდა. პარატიჩის წინასწარი კონტრაქტი მზად ჰქონდა, მაგრამ კლუბის მაშინდელი სპორტული დირექტორი სამუშაოდ ტოტენჰემში გადავიდა და ტრანსფერი ჩაიშალა. იუვენტუსმა ქართველის შეძენაზე უარი თქვა. ის ამჟამად ვეზუვის ძირშია, ახლა მას ნაპოლის მაისური აცვია და ანადგურებს იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო“.

- წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კრიტიკოსები დაადუმა“ - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე
„კრიტიკოსები დაადუმა“ - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე