ტიაგო მოტა: „ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია“
„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო მოტამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, სერია A-ს მიმდინარე სეზონის აღმოჩენა ვინაა და მან ქართველი შემტევი გამოარჩია.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, საუკეთესო გუნდი ნაპოლია და პარტენოპეი სკუდეტოს მოგებას იმსახურებს. კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია და ჯერჯერობით შესანიშნავად ასპარეზობს. ის აჩვენებს, რომ იტალიის ჩემპიონატში კარგად თამაში შეუძლია“.
რა თქვა ხვიჩაზე ლეგენდარულმა ჯანფრანკო ძოლამ
„კლასიკური 10-იანები ძირითადად ფლანგზე გადასწიეს. კვარას ის თვისებები აქვს, რაც წარსულში კლასიკურ „ათიანებს“ ჰქონდათ. ის ძალიან მომწონს, ტაქტიკურად კარგია და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ანალოგიურადაა დი მარიას შემთხვევაში, რომელსაც კლასიკური ათიანის თვისებები უფრო აქვს ვიდრე გარემარბის. კვარაცხელია და დი მარია ნამდვილი კლასიკური „ათიანები“ არიან“.
შეგახსენებთ, სერია A-ს მე-18 ტურში, 13 იანვარს, „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ დაპირისპირება 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამ ეტაპზე სერია ა-ს ლიდერი „ნაპოლია“, რომელიც მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს.