ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ხაბიბის გეგმები - ქართველი მოჭიდავეების მეტოქეები არწივის მოწაფეები იქნებიან

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „არწივმა“ MMA-ის მწვრთნელობას თავი ახლახან დაანება და განაცხადა, რომ მისი გლობალური მიზანი ოლიმპიური ჩემპიონის აღზრდაა.

„ვისურვებდი, რომ ჩემს საწვრთნელ დარბაზში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი აღიზარდოს, თუმცა, ვხვდები, რომ 2024 ან 2028 წლისთვის, ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ვაპირებ, რომ ყველა საჭირო პირობა შევქმნა, რათა ოლიმპიური ჩემპიონი გავზარდოთ. ჩვენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, გრეპლერები და სხვა სპორტის წარმომადგენლები გვყავს, მაგრამ მინდა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გავწვრთნა. როგორც მამაჩემი ამბობდა, გვაქვს რესურსი, რომელთან მუშაობაც შეგვიძლია. არიან მშიერი და მოტივირებული მოწაფეები, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონობა მარტივი არ იქნება“.

ხაბიბს თუ დავუჯერებთ, გამორიცხული არაა, რომ სამომავლო ოლიმპიადებზე „არწივის“ აღზრდილები ქართველი მოჭიდავეების მოწინააღმდეგეები იყვნენ. თუ გავითვალისწინებთ წარმატებას, რომელმაც ნურმაგომედოვმა MMA-ის მწვრთნელის რანგში მიაღწია, „არწივის“ შეგირდების დამარცხება მარტივი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე