კახა ცხადაძე, გიორგი ფანცულაია, ჯაბა ჯიღაური
Aa
Aa

ჯიღაური ყაზახეთში დაბრუნდა - ახალი კლუბი ცნობილია

კახა ცხადაძის გაწვრთნილ აქტაუს „კასპიიში“ გიორგი ფანცულაია და ჯაბა ჯიღაური ითამაშებენ. ყაზახური Vesti-ს ინფორმაციით, ბათუმის „დინამოს“ დატოვების შემდეგ, ფანცულაიას მსგავსად, ჯიღაურიც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა ახალ გუნდს.

მოგვიანებით, ტრანსფერი ყაზახურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის ჯიღაურს ყაზახეთში 2018 წელს უთამაშია, როცა „ორდაბასის“ რიგებში 15 მატჩში 4 გოლი შეაგდო, შემდეგ კარიერა ფრანგულ „გრენობლის“ დაუკავშირა, 2019-22 წლები კი ბათუმის „დინამოში“ გაატარა. „ორდაბასისა“ და „გრენობლის“ გარდა კიდევ ერთ უცხოურ კლუბში, მაკედონიურ „ვარდარში“ უასპარეზია, როცა გუნდს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაში დაეხმარა (2017).

2021 წელს ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია ბათუმის „დინამოსთან“ ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.

შეგახსენებთ, კახა ცხადაძე „კასპიის“ მთავარ მწვრთნელად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. მას ასისტენტობას გიორგი ჩიხრაძე უწევს. ცხადაძე ჯიღაურს „ორდაბასიში“ წვრთნიდა, ფანცულაიასთან კი წარსულში არ უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები