ლუკა გადრანი
Aa
Aa

ლუკა გადრანი ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონში ითამაშებს

ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონ „აქტობეში“ ქართველი ფეხბურთელი ლუკა გადრანი ითამაშებს. ინფორმაცია ყაზახურმა Vesti-მ გაავრცელა.

2022 წლის სეზონი 25 წლის ცენტრალურმა მცველმა „თარაზში“ გაატარა, ყააზახეთის პრემიერ ლიგის 21 მატჩში 1 გოლი შეაგდო. კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და კარიერა „აქტობეს“ დაუკავშირა, რომელიც გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. ასე რომ, ქართველმა ფეხბურთელმა კარიერაში ნაბიჯი წინ გადადგა.

შეგახსენებთ, ლუკას ასევე უთამაშია „ცხინვალში“ (2017-18), „რუსთავში“ (2018-19), ირანულ „შაჰინ ბუშირსა“ (2019-20) და ლატვიურ „ვალმიერაში“ (2020-21). 

2021 წელს „ვალმიერასთან“ ერთად ლატვიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე