ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

ბენჟამინ მენდი უდანაშაულოდ ცნეს - შესაძლოა, კიდევ ერთი პროცესი დაიწყოს

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, ბენჟამინ მენდი გაუპატიურების 6 ფაქტზე და სექსუალური ძალადობის 1 ფაქტზე უდანაშაულოდ ცნეს. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, თუმცა მათ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის თითო-თითო ფაქტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

პროკურორი მეთიუ კონუეის მიხედვით, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რათა ზემოთ ხსენებულ ფაქტებზე, რომლებზეც ვერდიქტის გამოტანა არ მოხერხდა, ხელახალი სასამართლო პროცესი დაიწყოს. Daily Mail-ის ცნობით, სავარაუდოდ, ეს ივნისში მოხდება.

რას ამბობდნენ მენდის მსხვერპლი ქალბატონები

„მან მითხრა, რომ ჩემი უკეთ გაცნობა და ჩემთან ურთიერთობის დაწყება სურდა. განვუმარტე, რომ ურთიერთობით დაინტერესებული არ ვიყავი და წასვლა გადავწყვიტე, რა დროსაც შემაჩერა და კოცნა დამიწყო“.

„სახლში მოსვლის შემდეგ, ვიდეოს იღებდა, რა დროსაც ვუთხარი, რომ წესებს ეწინააღმდეგებოდა და ტელეფონი მომცა, რათა ვიდეო წამეშალა. ამ დროს, ეკრანზე მისი შიშველი ფოტო გამოისახა და მითხრა, რომ ასეთები კიდევ ჰქონდა. შევთანხმდით, რომ ოთახში შევსულიყავით, რათა დანარჩენები ენახებინა და მისთვის არაფერი დამიძალებია“.

რას ამბობდა მენდი

„შოკირებული ვარ, გაუპატიურებაში რომ მადანაშაულებენ. სექსუალური შინაარსის ყველა აქტივობა, რომლებიც ჩვენს შორის მოხდა, ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც წასვლაში ხელს შეუშლიდა“,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე
„ის იმას ხედავდა, რაც სხვებს არ შეეეძლოთ“ - ლეონ კინგი ხვიჩაზე