ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

„კლასიკურ ათიანს ჰგავს“ - ძოლას ხვიჩა ძალიან მოსწონს

ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი აზრით, კვარაცხელიასა და დი მარიას კლასიკური „ათიანის“ თვისებები აქვთ.

კითხვაზე, ხვიჩას აქვს თუ არა კლასიკური „ათიანისთვის“ დამახასიათებელი თვისებები, ძოლას პასუხი ასეთია:

„კლასიკური 10-იანები ძირითადად ფლანგზე გადასწიეს. კვარას ის თვისებები აქვს, რაც წარსულში კლასიკურ “ათიანებს“ ჰქონდათ. ის ძალიან მომწონს, ტაქტიკურად კარგია და პასუხისმგებლიანია. ანალოგიურადაა დი მარიას შემთხვევაში, რომელსაც კლასიკური ათიანის თვისებები უფრო აქვს ვიდრე გარემარბის. კვარაცხელია და დი მარია ნამდვილი კლასიკური „ათიანები“ არიან“.

ძოლას აზრით, ლუჩანოს სპალეტის გუნდს ორ ფრონტზე, სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში შეუძლია:„თამაშის ხარისხით, თამაშის პრინციპებით და შემადგენლობის სიღრმით „ნაპოლის“ შეუძლია, რომ ორივე ტურნირზე თავდაჯერებული იყოს“.

შეგახსენებთ, სერია ა-ს მე-18 ტურში, 13 იანვარს, „ნაპოლი“ - „იუვენტუსის“ დაპირისპირება 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამ ეტაპზე სერია ა-ს ლიდერი „ნაპოლია“, რომელიც მეორეადგილოსან „იუვენტუსს“ 7 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები