ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლი იუვენტუსს თბილისიდან ჩასული 200 ქართველი დაესწრება

დღეს, 23:45 საათზე სერია A-ში ტურის მთავარი დაპირისპირება შედგება, „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს და მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, მატჩს 200-მდე ქართველიც დაესწრება, რომლებსაც „კვარას“ მხარდასაჭერად სპეციალური მაისურები ეცმევათ.

„თბილისიდან ქომაგების გამგზავრების ორგანიზატორი ad hoc-ია. როგორც შევიტყვეთ, „დიეგო მარადონაზე“ ქართველთა ჯგუფი 77-ნომრიანი მაისურებით იქნებიან წარმოდგენილნი. ცნობისთვის, ანალოგიური რამ მოხდა სასუოლოსთან მატჩზეც, სადაც კვარაცხელიამ გოლს პლუს 2 საგოლე გადაცემა მიითვალა“.

- წერს ilnapolista.

„კვარას“ დღეს რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში ელიან. იტალიური პრესა აქტიურად წერს, რომ სპალეტი ხვიჩასთან განცალკევებით მუშაობს, მას ერთი-ერთზე ხშირად ესაუბრება, რომ ქართველმა თავისი ძველებური ფორმა მაქსიმალურად სწრაფად აღიდგინოს.

შეგახსენებთ, რომ სპალეტის გუნდი თავის უახლოეს მდევარ „იუვენტუსსა“ და „მილანს“ 7-7 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი სუსტი წერტილი აქვს“ – El Desmarque და Relevo მამარდას აქებენ
„მხოლოდ ერთი სუსტი წერტილი აქვს“ – El Desmarque და Relevo მამარდას აქებენ