ტატო გრიგალაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ბექა ღვინიაშვილი
Aa
Aa

IJF-ის გამოკითხვა: სამი ქართველი საუკეთესოს ჯილდოსთვის იბრძვის

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდმა 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტისა და საუკეთესო მწვრთნელის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლაშა გუჯეჯიანს შანსი აქვს, რომ 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდეს. მისი კონკურენტები არიან:

რაფაელე პარლატისა და ფრანჩესკო ბრუეირეს დუეტი, ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), ანდრეა ბერტისა და სარა მენეზეშის დუეტი, ვლადიმირ პრერადოვიჩისა და დრაგან ჩრნოვის დუეტი.

ასევე, გასული წლის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტულისთვის ტატო გრიგალაშვილი (81) იბრძვის. მას კონკურენციას დავლათ ბობონოვი (უზბეკეთი), ცოგბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი), ენდი გრანდა (კუბა) და ჰიფუმი აბე (იაპონია) უწევენ.

გუჯეჯიანისა და გრიგალაშვილის მსგავსად ტიტულისთვის ბექა ღვინიაშვილიც (-90 კგ.) იბრძვის. მის მიერ შესრულებული იპონი წლის საუკეთესო იპონის ნომინაციაშია წარდგენილი. მასთან ერთად ამ ჯილდოსთვის ასტრიდ გნეტო, კრისტა დეგუჩი, დენის ვიერო და სოიჩი ჰაშიმოტო იბრძვიან.

ხმის მიცემემა 31 იანვრამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ: www.awards.ijf.org

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN-ის ყოველწლიური რეიტინგი - ილიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
ESPN-ის ყოველწლიური რეიტინგი - ილიას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ