2 ქულა მაიამისთან - მამუკელაშვილი მილუოკის როტაციაში მოხვდა
NBA-ში „მაიამი ჰიტმა“ „მილუოკი ბაქსი“ 108-102 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილი ვერ მოხვდა, თუმცა პარკეტზე 16 წუთი და 35 წამი გაატარა. მის აქტივში 2 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან თამაშიდან ჩაგდება ორჯერ სცადა, ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.
გამომდინარე იქიდან, რომ „მილუოკის“ იანის ანტეტენკუმპო, გრეისონ ალენი, კრის მიდლტონი, სერჟ იბაკა და ჯო ინგლესი ვერ ეხმარებოდნენ, მთავარმა მწვრთნელმა 9-კაციან როტაციას მიმართა. სწორედ ამიტომ, ქართველმა კალათბურთელმა მინდორზე 16 წუთზე მეტი გაატარა.
ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა „მაიამი ჰიტის“ ნიგერიელმა კალათბურთელმა გაბე ვინსენტმა ჩააგდო, მის აქტივში 28 ქულაა. მისი თანაგუნდელი ბამ ადებაიო გუნდს 24 ქულით დაეხმარა. ამ მაჩვენებლით სანდრო მამუკელაშვილის თანაგუნდელთაგან ჯრუ ჰოლიდეი საუკეთესო იყო, მის ანგარიშზე 24 ქულაა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში „მილუოკი ბაქსის“ ანგარიშზე 42-დან 27 მოგება და 15 მარცხია. სანდროს გუნდი შემდეგ შეხვედრას კვლავ „მაიამი ჰიტთან“ გამართავს. შეხვედრა „მაიამი ჰიტის“ საშინაო კედლებში 14 იანვარს გაიმართება, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.