ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჯენტილე: ნაპოლი ფავორიტია, სპალეტის გუნდში ოსიმენი და კვარა მომწონს

ლეგენდარული იტალიელი მცველი, „იუვენტუსისა“ და „სკუადრა აძურას“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო ჯენტილე „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მატჩზე საუბრობს და ფავორიტად სპალეტის გუნდს ასახელებს.

1982 წლის მუნდიალი - ჯენტილე და მარადონა

„ნაპოლის ამ მატჩის ფავორიტად ვხედავ. ეს გუნდი მომწონს, საინტერესო ფეხბურთელები ჰყავთ და კარგ ფეხბურთს თამაშობენ. სპალეტის გუნდში ოსიმენი და კვარა მომწონს. ნიგერიელი სწრაფი ფორვარდია და არაფერს გპატიობს.

იუვენტუსის მენტალიტეტი ძალიან მკაფიოა: თუ გოლებს არ გაუშვებ, არ წააგებ. ამ თვალსაზრისით, ალეგრის ნამუშევარი აქამდე სრულყოფილი იყო. არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ, მისი იუვენტუსი კარგ კონდიციებშია და დიდ საქმეებს აკეთებს.

კვარაცხელია? ის ახლა საუკეთესო კონდიციებში არ არის. მაგრამ როდესაც ფორმას აღიდგენს, ის ნაპოლის ატომურ შეტევებს არაპროგნოზირებადობას შესძენს.

ნაპოლი ასევე სკუდეტოსთვის მთავარი ფავორიტია. კარგია სპალეტიც, მან სრულყოფილი ჯგუფი შექმნა. იუვესთვის, თუ ამ მატჩს წააგებენ, ეს მათთვის კომპლექსის მომტანი გახდება. განსაკუთრებით ფსიქოლოგიური შედეგებისთვის.

ნაპოლის სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს, რადგან მათთვის ფრეც კი კარგი იქნება. ჩემპიონატი ჯერ კიდევ გრძელია. ხვალ კარგ მატჩს ვიხილავთ“.

- განაცხადა ჯენტილემ 100x100napoli-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის კარიერის მატჩი რეალთან - ვალენსია პენალტების სერიაში დამარცხდა
მამარდაშვილის კარიერის მატჩი რეალთან - ვალენსია პენალტების სერიაში დამარცხდა