ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„იცის, რომ ხვიჩას პრობლემები ფსიქოლოგიურია“ - სპალეტი კვარას დაელაპარაკება

„ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მატჩამდე იტალიური Il Mattino საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და კვარაცხელიას შესახებ წერს.

„ლუჩანო სპალეტი მატჩამდე ხვიჩასთან პირისპირ გასაუბრებას გეგმავს. მწვრთნელს უნდა, რომ კვარაცხელიამ იცოდეს - მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მხოლოდ დროებითი სპორტული დაცემის მომენტია და მეტი არაფერი.

სპალეტიმ იცის, რომ კვარას ამჟამინდელი პრობლემა მხოლოდ ფსიქოლოგიურია და არა ფიზიკური. როცა მის მსგავს ტალანტებს ასეთი პრობლემები აქვთ, შემდეგ ისინი ჩვეულებრივ ფეხბურთელებს ემსგავსებიან. მწვრთნელი არ ფიქრობს, რომ ახლა შემადგენლობაში ცვლილებების დროა.

სპალეტის მიზანია, რომ კვარაცხელია სრულყოფილ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებში დააბრუნოს. ნაპოლი-იუვენტუსის მატჩამდე ვარჯიშებისას საჭირო იქნება სწორი ქიმიის ძიება, რადგან ქართველის როლი ფუნდამენტურია.

მწვრთნელი კვარაცხელიას კიდევ ერთხელ ენდობა და სასტარტოდან დააწყებინებს, რადგან ეს ერთადერთი გზაა დაიბრუნოს ის მოთამაშე, რომელსაც სკუდეტოსთვის ბრძოლაში განსხვავების შექმნა შეუძლია.

კვარაცხელიას შეცვლა ელმასს შეუძლია, რომელიც როგორც ჩანს, ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ყოველ შემთხვევაში ფიზიკური თვალსაზრისით. მაკედონიელმა შემტევმა ნაპოლის ბოლო გამარჯვებებში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია
გატუზო: კურტუა? დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია