დეპაის ატლეტიკოში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
მემფის დეპაი მადრიდის „ატლეტიკოს“ უახლოვდება. მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. თავდაპირველად ფეხბურთელი ტრანსფერზე უარს აცხადებდა, თუმცა ბოლო დროს ვითარება შეიცვალა.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბარსელონა" და „ატლეტიკო" დეპაის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მადრიდელები მემფისის შეძენით უფრო მეტად ინტერესდებიან, ვიდრე ინგლისური კლუბები.
აღსანიშნავია, რომ დეპაი ტრანსფერზე თანხმობას უკვე თავადაც აცხადებს. ამჟამად მხოლოდ კლუბებს შორის შეთანხმება რჩება.
როგორც ცნობილია, ჩავი დეპაიზე დიდ იმედებს არ ამყარებს და ფეხბურთელის გასხვისების მომხრეა. ნიდერლანდელის გაყიდვა კატალონიელებს სახელფასო ჭერს შეუმცირებს და ტრანსფერის განხორციელების საშუალებას მისცემს.
მიმდინარე სეზონში მემფისმა „ბარსაში“ მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.