კრიშტიანუ რონალდუ, ენდი კოული
Aa
Aa

კოული: რონალდუ გაუშვეს და ახლა წაგების შემთხვევაში დამნაშავე ვინ იქნება?

ენდი კოულმა კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შესახებ ისაუბრა. კლუბის ლეგენდარულმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ კლუბს პრობლემები სხვა მხრივაც აქვს და რონალდუს წასვლა გამოსავალი არ არის.

„ვერ ვიტყვი, რომ რონალდუ პრობლემა იყო, რადგან საფეხბურთო კლუბში მხოლოდ ერთი ადამიანი არ შეიძლება იყოს პრობლემა.

ამბობენ, რომ იუნაიტედმა ფანტასტიკურად სწორად იმოქმედა, როცა რონალდუ მოიცილა და ახლა კლუბში ყველაფერი ვარდისფერ ფერებშია, საქმე იდეალურად მიდის. არა, ასე არ მგონია, რადგან მანჩესტერში პრობლემები მის მოსვლამდეც იყო და ისინი ამის შემდეგაც რჩება. მიუხედავად მათი მოგებათა სერიისა.

ზედმეტად ადვილია რონალდუ განტევების ვაცი გახადო, როცა აშკარაა, რომ სხვა პრობლემები არსებობს. ორიოდე მატჩი რომ წააგონ, მერე ყველაფერს ვის დააბრალებენ? აშკარაა რონალდუს ვეღარ დააბრალებენ.

კრიშტიანუ წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო და ვისურვებდი, რომ სიტუაცია უკეთესად მოგვარებულიყო“,

- ამბობს კოული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ტრაგედია - ზამბიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი საკუთარმა ძაღლებმა დაგლიჯეს
დიდი ტრაგედია - ზამბიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი საკუთარმა ძაღლებმა დაგლიჯეს