ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 15 წუთი - ინდიანა ნიუ-იორკში დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამჯერად „ნიუ იორკ ნიქსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 11 ქულის სხვაობით, 125:114 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 5 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში) 1 ასისტი და 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა.

გოგას ბურთი საერთოდ არ დაუკარგავს, ორჯერ დაჯარიმდა მეტოქის წინააღმდეგ, 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი ჯალენ ბრანსონი გახდა, რომელმაც ინდიანას 34 ქულა ჩაუგდო, ბითაძის გუნდიდან კი 31 ქულით ბადი ჰაილდი გამოირჩა.

42 ტურის შემდეგ ინდიანა 23 მოგებით და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას ხვალ გამთენიას, საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუკსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები