Top14 - დეკემბრის თვის სიმბოლურში 3 ქართველი მოხვდა
ფრანგულმა „ტოპ 14“-მა დეკემბრის თვისა და „ბოქსინგ დეის“ სიმბოლური შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელშიც 3 ქართველი მორაგბე მოხვდა - ბექა გორგაძე (პალოისი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) და ლექსო კაულაშვილი (ბორდო).
View this post on Instagram
კაულაშვილი „ბორდოში“ 2018 წლიდან ირიცხება და მის ანგარიშზე 75 შეხვედრაა. ეროვნულ ნაკრებში კი 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება ბექა გორგაძეს, „პალოისის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 27 შეხვედრაა.
გიორგი მელიქიძე კი „სტად ფრანსეში“ 2016 წლიდან გამოდის, კლუბის მაისურით 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული, „ბორჯღალოსნების“ რიგებში 25-ჯერ ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტესტ მატჩს გამართავს - ედინბურგში შოტლანდიის წინააღმდეგ.