ჰარი კეინი, ემანუელ პეტი
Aa
Aa

პეტი: სად უნდა წავიდეს კეინი? ის კლუბის ლეგენდაა, ხალხს იგი საუკუნეები ემახსოვრება

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად სატელევიზიო ანალიტიკოსი ფრანგი ემანუელ პეტი, ჰარი კეინს „ტოტენჰემში“ დარჩენას ურჩევს.

- თუ ცნობებს დავუჯერებთ, „სფურსი" ყველაფერს აკეთებენ, რათა ჰარი კეინთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმონ. ის ყოველთვის საუბრობდა ტიტულების მოგების სურვილზე. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მის ინტერესებში გუნდის შეცვლა?

„ჰარი კეინთან ყოველთვის ერთი და იგივე ამბავია, ჩვენ ვისაუბრეთ მის კონტრაქტზე და იმ ფაქტზე, რომ მას საუკუნეების მანძილზე თასი არ მოუგია. მე ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ის გასულ სეზონში მანჩესტერ სიტიში მიდიოდა, მაგრამ ახლა, როდესაც მათ ჰოლანდი ჰყავთ, ეს აღარ მოხდება.

კარგი, თასები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის დაგვამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ტოტენჰემის ისტორიაში. მან უკვე დაამტკიცა, რომ კლუბის ერთგულია და წასვლა რომ ნდომებოდა, ეს უკვე უნდა გაეკეთებინა. მე მას ვეტყოდი: „დარჩი კლუბში. შენ კლუბის მეფე ხარ, ლეგენდა. თუ მთელი კარიერის განმავლობაში ტოტენჰემში დარჩები, ხალხს საუკუნეების განმავლობაში დაამახსოვრდები და ეს ზუსტად ის არის, რაც ტიტულების მოგებას უტოლდება.

თუ წასვლა უნდა, სად წავა? ეს ნამდვილად არ იქნება სიტი ჰოლანდით ან ჩელსი სადაც თავდამსხმელები დაწყევლილები არიან! საზღვარგარეთ წავა? გამორიცხულია.

ჩემი აზრით, ერთადერთი კლუბი, რომელშიც ახლა შეიძლება წასულიყო, არის მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ სად იყვნენ ისინი ბოლო 5, 6, 7 სეზონი? მოიგეს თასები? ვერა. ასე რომ, ვფიქრობ, მას უკვე თავის თავში პასუხი აქვს. მე რომ მის ადგილას ვიყო, ტოტენჰემში დავრჩებოდი“,

- განაცხადა „არსენალისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ
“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ