ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს საღამო ჯადოქარ კვარას დააბრუნებს“ - ხვიჩა იუვესთან ძირითადში იქნება

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2023 წელი მძიმედ დაიწყო. ქართველი შემტევი სასურველი ფორმის დაბრუნებას ცდილობს და საამისოდ ლუჩანო სპალეტი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

იყო ვარაუდები, რომ შესაძლოა ხვიჩას „სამპდორიასთან“ სათადარიგოდან დაეწყო, რაც არ გამართლდა. შემდეგ კი იტალიური პრესა წერდა, რომ ქართველი „იუვენტუსთან“ თადარიგში დარჩებოდა, თუმცა როგორც ჩანს არც ეს ინფორმაცია გამოდგა სწორი და „კვარა“ „ბებერ ქალბატონს“ პირველივე წუთებიდანვე შეუტევს.

იტალიური Il Mattino წერს, რომ სპალეტი თავის ჯოკერს ბოლომდე ენდობა და ხვიჩა „იუვეს“ სასტარტოდანვე შეუტევს:

„ქართველი იმ ფორმისგან შორსაა, რომელიც ზამთრამდე ჰქონდა, თუმცა სპალეტი თავის ჯოკერს ამხნევებს და კვლავ სასტარტოს მოთამაშედ განიხილავს. სავარაუდოდ, იუვენტუსთან ასეც იქნება. ეს შესაძლოა იდეალური საღამო გამოდგეს, რომელიც „ჯადოქარ“ კვარაცხელიას დაგვიბრუნებს, რომელმაც სერია A-ში დიდებული მატჩები ჩაატარა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ მატჩი 13 იანვარს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლე გრე პოსტს ჩამოაშორეს - აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება
ლე გრე პოსტს ჩამოაშორეს - აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება