გახდება თუ არა კვარაცხელია მეორე მარადონა? - რას პასუხობს კავაზაშვილი
მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ყოფილმა მეკარემ, სოსო კავაზაშვილმა რუსულ მედიასთან უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა კვარაცხელიას გახდეს მეორე მარადონა.
რას ამბობს კავაზაშვილი:
ამისთვის საჭიროა, რომ მან დიდი ცხოვრებისეული გზა გაიაროს. მარადონამ ნამდვილად გაიარა ეს გზა, თან ძალიან დიდი. იტალიის ჩემპიონატამდე მან გვაჩვენა, რომ ძალიან სერიოზული მოთამაშე იყო, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, იტალიაში გადასვლის შემდეგ კი მანდ ამის ზღვარი გადაკვეთა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ნაცვლად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. რა თქმა უნდა, ამაში როლი მისმა ხასიათმაც ითამაშა. ის ყველასთან გახსნილი იყო, თავისუფლად, მარტივად იქცეოდა და სწორედ ამის გამო შეუყვარდათ ის ასე ძალიან. შეძლებს თუ არა კვარაცხელია თავისი პერსონაჟით მარადონას გაუტოლდეს? ნამდვილად არ ვიცი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 19 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, საკუთარ მოედანზე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.