2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - ტორესი და სავიჩი დასაჯეს
„ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების ამსახველმა ვიდეომ მთელი მსოფლიო მოიარა. აღნიშნული შეხვედრის 91-ე წუთზე, ფერან ტორესი და სტეფან სავიჩი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მოედანზე ჭიდაობა გამართეს, რის გამოც დაისაჯნენ.
მატჩის მთავარმა არბიტრმა, ხოსე მუნუერა მონტერომ ორივე მათგანს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. შეხვედრის შემდეგ, მომხდარზე ლა ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა იმსჯელა და ფეხბურთელებს 2-2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რომელიც სუპერ თასზე არ გავრცელდება.
???? ÚLTIMA HORA: Ferran Torres es sancionado con dos partidos
— Mundo Deportivo (@mundodeportivo) January 11, 2023
❌ Se pierde el partido contra el Getafe y Girona pic.twitter.com/IvKKiDY7XS
საინტერესოა, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, „ბარსელონამ“ მსაჯის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, არბიტრს ფერანისთვის წითელი არ უნდა მიეცა. ლა ლიგის კომიტეტს „ბლაუგრანას“ სარჩელი უყურადღებოდ არ დაუტოვებია და განაცხადა, რომ მუნუერა მონტერომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსელონას“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომდევნო 10 დღის განმავლობაში აქვს.