გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

როდის დაბრუნდება ნინძა - გიგას მწვრთნელმა სავარაუდო თარიღი დაასახელა

Kings MMA-ის მწვრთნელმა, რაფაელ კორდეირომ გიგა ჭიკაძეზე ისაუბრა. კორდეირომ „ნინძას“ დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ილაპარაკა და ქართველი მებრძოლის მომდევნო მეტოქის ვინაობაც გაგვიმხილა.

„გიგას ბოლო 8 თვეში 4 ოპერაცია ჩაუტარდა და ქირურგიული ჩარევა სახეზე, ხელზე, იდაყვზე და ცხვირზე დასჭირდა, თუმცა ახლა 100 პროცენტით ჯანმრთელია და სავარჯიშო კემპის დასაწყებად მზადაა. ჭიკაძე სავარაუდოდ, აპრილში დაბრუნდება და სოდიქ იუსუფს დაუპირისპირდება, რომელთანაც 17 სექტემბერს უნდა ეჩხუბა“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბოლოს 2022 წლის იანვარში ვიხილეთ. ქართველი მებრძოლი მაშინ კელვინ კატარს შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. UFC-ში „ნინძას“ ანგარიშზე 7 მოგება და 1 წაგებაა.

გიგას სავარაუდო მეტოქეს რაც შეეხება, იუსუფს კარიერაში 15 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. UFC-ში მან 7-ჯერ იჩხუბა და ერთხელ, არნოლდ ალენთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო. იგი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია და მე-12 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველებს მისი თამაში არ შეუსწავლიათ“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე
„მცველებს მისი თამაში არ შეუსწავლიათ“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე