ლიონელ მესი
Aa
Aa

კონფლიქტი პსჟ-სთან? - პარიზელებმა მესის შესაძლოა პატივი არ მიაგონ

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლეო მესი პსჟ-ში 1 კვირის წინ დაბრუნდა. არგენტინელი ფეხბურთელი საკლუბო სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება და მისი დაბრუნება სავარაუდოდ დღეს, ლიგა 1-ის მე-18 ტურში, „ანჟერის“ წინააღმდეგ შედგება.

არგენტინელმა ფეხბურთელმა პარიზულ გუნდში ბოლოს 2022 წლის ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ითამაშა და ბუნებრივია, გულშემატკივრები მის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. თუმცა, გავლენიანი ფრანგული გაზეთი, Le Parisien-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს განსაკუთრებულ ღონისძიებას არც თამაშამდე და არც თამაშის შემდეგ არ მოუწყობს.

გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი: ლეო მესი მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ნაკრების მეტოქე იყო და მეორე: მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების საქციელმა, რომლებიც კილიან მბაპეს დასცინოდნენ სხვადასხვა სახის ზეიმების დროს, რამაც ფრანგი და მათ შორის პარიზელი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

პსჟ-ის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულმა, თუმცა Le Parisien-ი ირწმუნება, რომ მესისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ შესაძლოა ფეხბურთელსა და კლუბს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე უარყოფითად იმოქმედოს. შეგახსენებთ, ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ლეო მესი და პსჟ დიდი ალბათობით კონტრაქტს 1+1 წლის სისტემით გაახანგრძლივებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ მესის წინააღმდეგ - ამხანაგური მატჩები ოფიციალურად ჩაინიშნა
რონალდუ მესის წინააღმდეგ - ამხანაგური მატჩები ოფიციალურად ჩაინიშნა