დევინ ბუკერი, კრის პოლი, სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ჯორდან პული, მიკალ ბრიჯისი, დარიო სარიჩი, დუეინ ვაშინგტონი, დემიონ ლი
Aa
Aa

სტეფ კარი დაბრუნდა - გოლდენ სტეიტმა ლიდერების გარეშე მყოფ ფინიქსთან წააგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედ ჩემპიონს, „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ მთავარი ვარსკვლავი დაუბრუნდა. სტეფ კარის ტრავმა ჰქონდა და 15 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. 34 წლის გამთამაშებელმა „უორიორსის“ მაისური „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ მოირგო, თუმცა მისი დაბრუნება წარმატებული არ ყოფილა.

არიზონელებმა სენსაცია შემოგვთავაზეს და „გოლდენ სტეიტს“ გუნდის ორი ლიდერის, დევინ ბუკერისა და კრის პოლის გარეშე სძლიეს. „ფინიქსს“ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია, მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყო და მრისხანე მეტოქე 125:113 დაამარცხა.

„სანსს“ მიკალ ბრიჯისმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა. დუეინ ვაშინგტონ ჯუნიორს 21 ქულა და 5 ასისტი ჰქონდა. დემიონ ლიმ 22 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა, ხოლო დარიო სარიჩის ანგარიშზე 19 ქულა, 9 მოხსნა და 7 ასისტი იყო. „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ყველაზე მეტი, 29 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. ჯორდან პულმა 27 ქულას მოუყარა თავი, ხოლო სტეფმა 24 ქულა მიითვალა.

ამრიგად, „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ მე-3 თამაში წააგო და 20 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. „უორიორსი“ მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს, „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შევიდა და გაიტანა - მიქაუტაძის მე-8 გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში
შევიდა და გაიტანა - მიქაუტაძის მე-8 გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში