შევიდა და გაიტანა - მიქაუტაძის მე-8 გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-18 ტურში „ნიმი“ შინ „მეცთან“ 1:4 დამარცხდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში „მეცი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სტუმართა მხრიდან მე-4 გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და 90-ე წუთზე შეაგდო, მეკარეს ბურთი ტექნიკური დარტყმით თავზე გადაუგდო.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.
18 ტურში „მეცმა“ 28 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა. მე-19 ტურში „კევიიი რუანს“ დაუპირისპირდება. ეს მატჩი „მეცის“ საშინაო სტადიონზე, 13 იანვარს გაიმართება.