ბოლო შანსი ალვინის - შესაძლოა, ლოჩოშვილის მწვრთნელი მოხსნან
იტალიური მედიის ცნობით, „კრემონეზეში“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალვინის მოხსნაზე ფიქრობენ. უდიდესი ალბათობით, თუ ალვინის გუნდი შემდეგ ტურში უშუალო კონკურენტ „მონცას“ ვერ დაამარცხებს, ალვინის კარიერა „კრემონეზეში“ დასრულდება.
გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მის აქტივში 14 მატჩში 1 საგოლე პასია. ლუკა კარგ სეზონს ატარებს და დაცვაში ძალიან საიმედოა.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „კრემონეზემ“ 17-დან ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო, 7 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 7 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა, „ვერონასა“ და „სამპდორიას“ აქტივში 9-9 ქულაა, „სპეცია“ 15 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.
„მონცა“ 18 ქულით მე-15 ადგილზეა. მე-18 ტურის შეხვედრა „კრემონეზესა“ და „მონცას“ შორის 14 იანვარს, კრემონაში, 18:00 საათზე დაიწყება.