ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მწვავე პასები შეტევაში - დავითაშვილის ბორდო 10 კაცით ქულას დასჯერდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-18 ტურში „კაენისა“ და „ბორდოს“ დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ორი გოლი გაუშვეს, თუმცა შესვენების შემდეგ გაათანაბრეს.

მე-4 წუთზე ნიგერიელმა ჯოშ მაჯამ ანგარიში გახსნა, 25-ე წუთზე დუბლი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის შემტევმა მარცხენა გარემარბად ითამაშა.

ჟირონდელთა მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ სასტარტოში ათამაშა. აქტიური იყო, შეტევაში რამდენიმე მწვავე გადაცემა გააკეთა, ორჯერ კარისკენ დარტყმის მცდელობა ჰქონდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმში თამაშის წესი დაარღვია, ყვითელი ბარათი მიიღო და ჯარიმა დაინიშნა, ეს სტანდარტული მასპინძელთა გოლით დასრულდა - 1:2. რამდენიმე წუთში ზურიკომ თამაშის წესი მეტოქის ნახევარზე დაარღვია, თუმცა ამჯერად მსაჯი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. 

 

დავიდ გიონმა დავითაშვილი 59-ე წუთზე შეცვალა. 68-ე წუთზე „ბორდოს“ მინდორზე 10 ფეხბურთელით დარჩა, 82-ე წუთზე კი „კაენმა“ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. 88-ე წუთზე არბიტრმა „კაენის“ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და გუნდებმა მატჩი 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს.

18 ტურის შემდეგ „ბორდოს“ ანგარიშზე 32 ქულაა, მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ლე ავრს“ 7 ქულით ჩამორჩება.

დავითაშვილმა, რომელიც ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაა და „ბორდოში“ იჯარით თამაშობს, ლიგა 2-ის 10 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საფრანგეთის თასის ორ მატჩში 1 გოლით დაეხმარა გუნდს.

ზურიკო დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაა და ფრანგულ კლუბში იჯარით თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძე, ზარანდია და სხვები - გეგუჩაძის საკადრო ცვლილებები ბათუმის დინამოში
კვერნაძე, ზარანდია და სხვები - გეგუჩაძის საკადრო ცვლილებები ბათუმის დინამოში