„ძალიან მაგარი ტრანსფერი“ - The Guardian-ის რჩეული ტორპედოში ითამაშებს
ქუთაისის „ტორპედოში“ 18 წლის მაკედონიელი ფეხბურთელი დაშმირ ელეზი ითამაშებს, რომელიც 2021 წელს The Guardian-მა მსოფლიოს ტოპ 60 ტალანტში შეიყვანა. „ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
ქუთაისის „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ განაცხადა: „ქართული რეალობისთვის უჩვეულო ტრანსფერი განხორციელდა. ეს ბიჭი დიდი კლუბების რადარზე იყო. ძალიან მაგარი ტრანსფერი განხორციელდა“.
„ტორპედოს“ პრესსსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
1,74 სმ-ის სიმაღლის ფორვარდს ჩრდილო მაკედონიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. Transfermarkt-ის ინფორმაციით, მისი სატრანსფერო თანხა 350 000 ევროა.
2020-22 წლებში მაკედონიური „შკენდიას“ ფეხბურთელი იყო. ამ გუნდის რიგებში ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში 60 მატჩი ჩაატარა (44 სასტარტოში), მის აქტივში 10 გოლია. 2020-21 წლების სეზონში ჩრდილო მაკედონიის ჩემპიონი გახდა.
დაშმირ ელეზის თამაშის კადრები