გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

გველესიანის შთამბეჭდავი სერია - 4 გოლი ბოლო ხუთ მატჩში

ირანის საფეხბურთო თასის 1/16-ფინალში „პერსეპოლისმა“ შინ „ვანპარსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერია „პერსეპოლისმა“ 4:1 მოიგო.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 0:1 დათმეს. მე-60 წუთზე „პერსეპოლისის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა.

31 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ბოლო ხუთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად „ესტეღლალთან“ ითამაშა, როცა დუბლი შეასრულა, ორივე გოლი თავით შეაგდო, მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, 89-ე წუთზე კი მეორე გოლით გუნდი მარცხისგან იხსნა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ირანის ჩემპიონატს გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ 32 ქულით ლიდერობს, უშუალო კონკურენტებს 5 ქულით უსწრებს.

2017 წლიდან გველესიანი ირანის ჩემპიონატში თამაშობს. მას შემდეგ ირანულ კლუბებში უასპარეზია: „ზობ აჰანი“ (2017-18), „ნასაჯი“ (2018-19), „სეპაჰანი“ (2019-22). 2022 წლის ზაფხულიდან „პერსეპოლისის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძე, ზარანდია და სხვები - გეგუჩაძის საკადრო ცვლილებები ბათუმის დინამოში
კვერნაძე, ზარანდია და სხვები - გეგუჩაძის საკადრო ცვლილებები ბათუმის დინამოში