კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი
Aa
Aa

რობერტო მარტინესი: “რონალდუ ჩემს გეგმებშია“

როგორც  მოგეხსენებათ, რობერტო მარტინეს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გახდა. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუ ძირითადი შემადგენლობიდან მოკვეთა. საბოლოოდ სანტუში პორტუგალიას აღარ წვრთნის.

ჟურნალისტებმა, რობერტო მარტინესს „ალ ნასრის“ ახალი შემტევის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

მარტინესი:

„საფეხბურთო გადაწყვეტილებები მოედანზე უნდა მიიღო. მე არ ვარ მწვრთნელი, რომელიც გადაწყვეტილებებს ოფისში იღებს. ახლა ჩემი პრიორიტეტი ფეხბურთელების პირადად გაცნობაა. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიას 26 ფეხბურთელი ჰყავდა წაყვანილი და სანტუშის შერჩეული შემადგენლობა ჩემს გემოვნებას პირდაპირ ემთხვევა. რონალდუ კი, რა თქმა უნდა, ამ სიაშია.

კრიშტიანუ 19 წელია ნაკრებშია და პატივისცემას იმსახურებს. ფეხბურთელებთან საუბარს ხვალ დავიწყებ. ძალიან მსურს რონალდუს პირადად გაცნობა. ჩვენ ერთად ბევრ საკითხს განვიხილავთ. ჩემს იდეებზე მკაფიო წარმოდგენა მაქვს და ამაზე სულ მალე ვისაუბრებ. მსურს, ჩემს ასისტენტად პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავნიშნო.“

შეგახსენებთ, რომ 49 წლის ესპანელი ბელგიის ნაკრებს 2016 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბელგიამ 80 მატჩი ჩაატარა. 56 მოგება, 13 ფრე და 11 მარცხი - ასეთია მარტინესის შედეგი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები