ვალენსია, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“მიზანი სუპერ თასის მოგებაა“ - ანჩელოტი ვალენსიასთან მატჩის წინ

მადრიდის „რეალი“ რიადში გაემგზავრა, სადაც ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას უნდა მიიღოს მონაწილეობა. „სამეფო კლუბი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„“ვილიარეალთან“ წაგება ახლაც გვტკივა, მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი იყო. ბებია ყოველთვის მაფრთხილებდა, რომ გამოცდების წინ წიგნები ბალიშის ქვეშ შემენახა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ინტენსივობა უნდა აღვადგინოთ. მოვიგოთ ყველა დუელი და მინდორზე ერთმანეთთან მჭიდროდ ვიდგეთ. „ვილიარეალთან“ წაგება უბრალოდ ცუდი თამაში იყო.

დაცვაში ცუდად ვითამაშეთ და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. „ვალენსიამ“ კარგად იცის რა დროს და სად უნდა შეგვიტიოს. უნდა დავამტკიცოთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ. ახლა მთავარი მიზანი სუპერ თასის მოგებაა. ყველაფრის მოგებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ.“

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩი 11 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ბეტისი“ ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფელიქსი ლონდონშია - პორტუგალიელი ჩელსის შეუერთდება
ფელიქსი ლონდონშია - პორტუგალიელი ჩელსის შეუერთდება