მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ნოიერის მოტეხილობა მძიმეა - ბაიერნში ეჭვობენ, რომ იგი ძველ დონეს ვერ დაუბრუნდება

„ბაიერნის“ მეკარის, მანუელ ნოიერის ტრავმა ბევრად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე „რეკორდმაისტერის“ ოფიციალურ განცხადებაში იყო აღწერილი. ამ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა, BILD-ი ავრცელებს და დეტალებზეც გვესაუბრება.

BILD-ის ცნობით, ნოიერმა დიდი წვივის ძვლისა და მცირე წვივის ძვლის ღია მოტეხილობა მიიღო. ასეთი ტრავმისგან რეაბილიტაციას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე უბრალო მოტეხილობის მოშუშებას. გერმანული გამოცემა ამ საკითხზე ნოიერის გარემოცვას დაუკავშირდა და მათ არ უარყვეს, რომ მანუელმა ღია მოტეხილობა მიიღო.

BILD-ის ცნობით, „ბაიერნში“ არავის აქვს წარმოდგენა, ნოიერი როდის დაბრუნდება და რა დონეზე შეძლებს თამაშს. მიუნხენელები ეჭვობენ, რომ იგი ძველ დონეს ვეღარ დაიბრუნებს და სწორედ ამიტომ, მისი შემცვლელის პოვნა სურთ. საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაზე და არა მეკარეზე, რომლის იმედიც მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნებათ.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება და „რეკორდმაისტერს“ სურს, ნოიერის დროებითი შემცვლელი მალე იპოვოს. „ბაიერნში“ გადასვლის მთავარი კანდიდატი იან ზომერია, რომელიც „გლადბახის“ ღირსებას იცავს. ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მეკარის საკითხზე კლუბი აქტიურად მსჯელობს და მასში ფეხბურთელებიც არიან ჩართული. „რეკორდმაისტერის“ წამყვანი მოთამაშეების უმრავლესობა ზომერის კანდიდატურის მომხრეა და ნიუბელის დაბრუნების ვარიანტს ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2 თვე საჭმელს ვპარავდი“ - პაულო კოსტა მერაბზე
„2 თვე საჭმელს ვპარავდი“ - პაულო კოსტა მერაბზე