ხვიჩა კვარაცხელია, ფედერიკო კიეზა, დინო ძოფი
Aa
Aa

დინო ძოფი: „ვის შეუძლია ნაპოლი-იუვეს მატჩის გმირი გახდეს? ხვიჩას და კიეზას“

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, დინო ძოფიმ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩზე ისაუბრა, რომელიც პარასკევს გაიმართება. ძოფიმ ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და განაცხადა, რომ მას შეუძლია, მატჩის მთავარი პროტაგონისტი გახდეს.

„პარასკევ საღამოს ლამაზი ფეხბურთის გულშემატკივარი ვიქნები და ამ გუნდების დაპირისპირება მოლოდინს ყოველთვის ამართლებს. ნაპოლიმ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო. იუვენტუსი პარტენოპეის ნელ-ნელა ეწევა და არ მგონია, რამე მარტივად დათმოს, რადგან ეს მის დნმ-ში არაა. მარადონაზე შოუს ვიხილავთ და მოედანზე ბევრი გმირი იქნება.

ჯუზეპე მეაცაზე გამართულ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, აძურის უნაკლო ჩემპიონატი აქვს. თუ თვეების წინანდელი ნაპოლის მსგავს გუნდს ვიხილავთ, მაშინ მათ ვერავინ შეაჩერებს და ვფიქრობ, უფრო დიდი რისკის ქვეშ იუვენტუსი იმყოფება. არ მგონია, რომ ეს მატჩი სკუდეტოს გამარჯვებულის ბედს გადაწყვეტს, მაგრამ ჩემი აზრით, ბიანკონერის ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს. ამასთან, მილანიც უნდა გავიხსენოთ, რომელიც პირველი ადგილისთვის იბრძვის და დანებებას არ აპირებს. რომელ ფეხბურთელებს გამოვარჩევდი, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მატჩის მთავარი პროტაგონისტები გახდნენ? კვარაცხელია და კიეზა. ორი გარემარბი, რომლებსაც ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეჭრა, მეტოქეების ჩამოშორება და რიცხობრივი უპირატესობის შექმნა შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 44 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, „იუვენტუსი“ კი 37 ქულით მეორეა. „ბიანკონერისა“ და „პარტენოპეის“ დაპირისპირებას 13 იანვარს, თბილისის დროით, 23:45-ზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2 თვე საჭმელს ვპარავდი“ - პაულო კოსტა მერაბზე
„2 თვე საჭმელს ვპარავდი“ - პაულო კოსტა მერაბზე