კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ნეიმარი
Aa
Aa

მესი ანჟერთან დაბრუნდება - მბაპე არ იქნება, ნეიმარის თამაში საეჭვოა

არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა და პირველ შეხვედრას „ანჟერის“ წინააღმდეგ გამართავს. პარიზელები მასპინძლის სტატუსით იქნებიან და მეტოქეს 11 იანვარს, თბილისის დროით, 23:59-ზე დაუპირისპირდებიან.

L’Équipe-ის ცნობით, გუშინ მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა და მომდევნო საათებში თუ რაღაც მოულოდნელი არ მოხდა, ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. „ლა პულგას“ მხარდამხარ არ იქნებიან კილიან მბაპე და აშრაფ ჰაკიმი. სავარაუდოდ, ისინი ლიგა 1-ის მე-19 ტურში, „რენთან“ ითამაშებენ.

L’Équipe-ის ინფორმაციით, არის შანსი, „ანჟერთან“ ნეიმარმაც იუქმოს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამართული ვარჯიშის ნახევარში მიიღო მონაწილეობა და საბოლოო გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი მიიღებს. მას ტრავმა აწუხებს და კლუბი აირჩევს, მოედანზე დაბრუნება უსაფრთხო როდის იქნება.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. გასულ ტურში, პარიზელებმა „ლანსთან“ წააგეს და ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნიეს. მეორე პოზიციას სწორედ „ლანსი“ იკავებს და პსჟ-ს 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუდის არაბეთის დავალება - რონალდუ დამატებით 200 მილიონს მიიღებს
საუდის არაბეთის დავალება - რონალდუ დამატებით 200 მილიონს მიიღებს