უგო ლორისი, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

„მის ქმედებებს ვერ გავიმეორებ, ეს ჩემში არ ზის“ - ლორისმა დიბუზე ისაუბრა

„ტოტენჰემის“ მეკარე, უგო ლორისი L'Équipe-ს ესაუბრა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ილაპარაკა. ლორისს ემილიანო მარტინესზე ჰკითხეს და ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „დიბუს“ მსგავს ქმედებებს არასდროს გამოიყენებს.

„საერთო ჯამში, ჩემს კარიერაში არც თუ ისე წარმატებული პენალტების სერიები მქონია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მნიშვნელოვანი თერთმეტმეტრიანები მომეგერიებინა. არიან მეკარეები, რომლებმაც პენალტების სერიაში ჩემზე მეტ წარმატებას მიაღწიეს. არის რაღაცები, რასაც ვერ ვაკეთებ. მაგალითად, არ შემიძლია, კარის ხაზზე თავი მოვისულელო, თითქოს მეტოქეების დესტაბილიზაციას ვახდენ. ძალიან რაციონალური და პატიოსანი ვარ, რათა ეს გავაკეთო. არ შემიძლია, ასე გავიმარჯვო და ეს მაშინაც არ იცვლება, როცა წაგება ძალიან, ძალიან არ მინდა.

შევძლებ თუ არა გავიმეორო მარტინესის ქმედებები, რომლებიც მან პენალტების სერიისას გამოიყენა? მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდს წარმატება მოვუტანო, მაგრამ ასეთი ქმედებები ჩემში არ ზის. ეს უბრალოდ არ შემიძლია“.

შეგახსენებთ, რომ ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და საკუთარი გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვა. „მამლების“ კაპიტანი ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს. ლორისმა 2008 წლიდან დღემდე საფრანგეთის ნაკრების მაისური ყველა ტურნირზე ერთად 145-ჯერ მოირგო. მისი მონაგარი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 2021 წელს ერთა ლიგა და 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც პროგნოზირებადი გახდა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე
„მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც პროგნოზირებადი გახდა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩაზე