მერაბ დვალიშვილი, პაულო კოსტა
Aa
Aa

„2 თვე საჭმელს ვპარავდი“ - პაულო კოსტა მერაბზე

UFC-ის მებრძოლი, პაულო კოსტა თავისი ხუმრობებითაა ცნობილი და სოციალურ ქსელებში სახალისო მიმებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად, კოსტას ყურადღების ცენტრში მერაბ დვალიშვილი მოექცა და ბრაზილიელმა საინტერესო ისტორიაც გაგვიზიარა.

„მერაბი ძალიან კარგი ბიჭია. UFC Performance Institute-ში ყოფნისას, მას საჭმელს 2 თვის განმავლობაში ვპარავდი და არც ერთხელ არაფერი უთქვამს. სხვათა შორის, მას კრევეტებში და ბრინჯში კარგი გემოვნება აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კოსტა „მანქანაზე“ წერს. რამდენიმე კვირის წინ, მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მერაბისა და ალჯამეინ სტერლინგის ფოტო გამოაქვეყნა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს შეატყობინა, რეალურად რა ხდება.

ცნობისთვის, დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდროს არ უთამაშია - მილუოკიმ მძიმე ბრძოლაში მოიგო
სანდროს არ უთამაშია - მილუოკიმ მძიმე ბრძოლაში მოიგო