კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

საუდის არაბეთის დავალება - რონალდუ დამატებით 200 მილიონს მიიღებს

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრში“ გადავიდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს წელიწადში 200 მილიონ ევროს უხდიან.

გამოცემა SuperSport მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ შესაძლოა ვეტერანმა თავდამსხმელმა 2030 წელს საუდის არაბეთისგან დამატებითი 200 მილიონი ევრო მიიღოს.

საქმე კი შემდეგში გახლავთ - მოგეხსენებათ, 2022 წლის მუნდიალი კატარში გაიმართა. წყაროს ცნობით, საუდის არაბეთს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს და ამაში კრიშტიანუს დახმარება სჭირდება.

თუ საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას მოიპოვებს, 5 ოქროს ბურთის მფლობელს დაევალება, რომ მუნდიალის ელჩი სწორედ ის იყოს. სწორედ ამაში მიიღებს 200 მილიონ ევროს.

ცნობისთვის, საუდის არაბეთი მუნდიალის ჩატარების უფლების მოპოვებას ეგვიპტესთან და საბერძნეთთან ერთად ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფოსტით ნარკოტიკი გაუგზავნეს - ვილაშ-ბოაში სკანდალში გაეხვა
ფოსტით ნარკოტიკი გაუგზავნეს - ვილაშ-ბოაში სკანდალში გაეხვა