ლივერპული, კოდი გაკპო
Aa
Aa

“ლივერპული დაღმასვლას განიცდის, გაკპო არ უნდა გადასულიყო“

მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კოდი გაკპო „ლივერპულს“ პსვ-დან 44 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მერსისაიდული გრანდი საკმაოდ ცუდ ფორმაშია და სასურველ შედეგებს ვერ აჩვენებს.

ნიდერლანდური კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა აად დე მოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაკპოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

რა თქვა მოსმა?

„კოდი „ლივერპულში“ ისეთ დროს გადავიდა, როდესაც კლუბი დაღმასვლას განიცდის. „ლივერპულის“ სული მთლიანად გაქრა და საუკეთესოებს შორის ნამდვილად აღარ არის. კლოპის გუნდი სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს და ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელების გადაყვანის დრო არ იყო.

ამიტომ არ ვიცი რამდენად სწორად მოიქცა კოდი გაკპო. მეტიც, შესაძლოა იურგენ კლოპი გუნდიდან სულ მალე წავიდეს. არ მესმის პსვ-სი, რადგან გუნდს ფინანსური კრიზისი აქვს და კოდი ძალიან იაფად გაყიდა. იმედი მაქვს, დიდი კრიზისი არ დაეწყებათ.“

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდული გრანდი პრემიერ ლიგაში 28 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება და ოთხეულამდე 7 ქულა აშორებს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი მოქმედ ჩემპიონს მადრიდის „რეალს“ უნდა შეხვდეს და დიდი პერსპექტივა არც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა