გარეთ ბეილი
Aa
Aa

გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

მადრიდის „რეალისა“ და უელსის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ უელსელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა.

რას ამბობს ბეილი:

ხანგრძლივი, ფრთხილი და გააზრებული ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საკლუბო და საერთაშორისო ფეხბურთიდან წავიდე. თავს წარმოუდგენლად იღბლიან ადამიანად ვგრძნობ, რადგან ავისრულე ოცნება მეთამაშა სპორტის იმ სახეობაში, რომელიც მიყვარს.

ამან ნამდვილად მაჩუქა ცხოვრების რამდენიმე საუკეთესო მომენტი. 17 სეზონის განმავლობაში დავიპყარი უმაღლესი მწვერვალები, რომლის გამეორებაც შეუძლებელი იქნება. ახლა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა მელოდება სამომავლოდ.

ჩემი ქვეყნისთვის 111 თამაშის ჩატარება და კაპიტნობა ნამდვილად ოცნება იყო. მადლიერებას გამოვხატავ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც თავისი როლი შეასრულა ამ მოგზაურობის დროს. ვგრძნობ, რომ ბევრი ადამიანის წინაშე ვარ ვალში, რადგან ისინი ძალიან დამეხმარნენ ცვლილებაში. ცხოვრება და კარიერა ისე წარიმართა, რაზეც ვერც ვიოცნებებდი.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მწვრთნელს, უბრალო პერსონალის წევრებს, ყოფილ თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს, აგენტებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. თქვენი როლი ჩემს წარმატებაში განუზომელია.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი ბოლოს MLS-ის კლუბ „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ თამაშობდა. მანამდე კი მადრიდის „რეალის“, „ტოტენჰემისა“ და „საუთჰემპტონის“ ღირსებას იცავდა. „რეალში“ თამაშის პერიოდში, უელსელმა ფეხბურთელმა ხუთჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ბეილმა ბოლოს ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა B ჯგუფში, რომელშიც ინგლისის, ირანისა და აშშ-ის ნაკრებებიც იყვნენ, ბოლო ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები