მადრიდის რეალი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

დამწვარი სახლი, ღალატი, სასამართლო - ხესეს ცხოვრების უცნობი დეტალები

21 წლის ასაკში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხესე როდრიგესი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. 2013/2014 წლებში მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე, „შალკესთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. ესპანელი გარემარბი ისეთი კარგი არასდროს ყოფილა, როგორიც ტრავმის მიღებამდე..

იმავე პერიოდში, გაზის გაჟონვის გამო, როდრიგესის სახლი აფეთქდა და მთლიანად დაიწვა. გარკვეული პერიოდი ის უსახლკაროდ იყო დარჩენილი. ამის შემდეგ, მან „ბლანკოსის“ შემადგენლობაში დიდი ხანი აღარ ითამაშა. ხესეს ხშირად ამჩნევდნენ წვეულებებზე. საბოლოოდ მას ორი შვილი შეეძინა. პირველს თავისი სახელი დაარქვა, მაგრამ მეორე ბავშვის დაბადება „ინსტაგრამის“ საშუალებით შეიტყო. დეენემის ტესტი ჩატარდა და დადასტურდა, რომ ბავშვის მამა როდრიგესი იყო.

ტრავმის რეაბილიტაციის პერიოდი გაიწელა. ამის პარალელურად „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი ბედი სიმღერაში სცადა. მან რამდენიმე პოპ სიმღერა ჩაწერა Jay-M-ის სახელით, მაგრამ წარმატებისთვის არ მიუღწევია.

„სამეფო კლუბის“ დატოვების შემდეგ, რატომღაც ხესეს შეძენით „პარი სენ ჟერმენი“ დაინტერესდა და ესპანელმაც კარიერა საფრანგეთის დედაქალაქში გააგრძელა. იქ მას მესამე შვილი ტელე ვარსკვლავის აურა რუისისგან შეეძინა. როდრიგესმა პსჟ-ში ფეხი ვერ მოიკიდა და „სტოკ სიტიში“ გაანათხოვრეს. ეს ამბავი კი მის მეგობარ გოგონას საერთოდ არ მოეწონა.

წყვილს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა. რუისმა ხესეს სასამართლოში უჩივლა. ბრალდება კი მამის მოვალეობის უგულებელყოფას ეხებოდა. ამის საპასუხოდ, ესპანელმა გარემარბმა ყოფილ შეყვარებულს ცილისწამებასა და შევიწროვების ფაქტზე დასდო ბრალი. ხესე აურა რუისის ციხეში ჩასმას 3-დან 5-წლამდე ითხოვდა.

სასამართლომ აურა დამნაშავედ სცნო, მაგრამ საკმაოდ მსუბუქი სასჯელი შეუფარდა - 9-დღიანი გამოსასწორებელი აქტივობა. სასაცილო ის არის, რომ ხესემ და რუისმა სასამართლოს დარბაზი ხელჩაკიდებულებმა დატოვეს და ყველა შოკში ჩააგდეს. წყვილი გრან კანარიაში წავიდა და ხმაურიანი წვეულება მოაწყო. ფოტოების გავრცელების შემდეგ, „პარი სენ ჟერმენმა“ როდრიგესი დააჯარიმა, რადგან ეს ყველაფერი კორონავირუსის პანდემიის დროს მოხდა.

2 დღის შემდეგ მორიგი სკანდალი მოხდა. სახლში დაბრუნებულმა აურამ ხესე სხვა გოგოსთან ერთად ნახა. მისი სახელი ამარ როჩიო გახლავთ. გაბრაზებულმა რუისმა აუზის საწმენდი ჯოხი აიღო და მათ თავს დაესხა. ამის საპასუხოდ, ამარმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხესე აურას მოსაწყენს და გიჟს უწოდებს. როჩიო რუისს ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებითაც დაემუქრა.

შეცდომის გამოსასწორებლად, ხესე იმ ტელევიზიას დაუკავშირდა, სადაც აურა მუშაობს და მას პირდაპირ ეთერში ესაუბრა. „პარი სენ ჟერმენმა“ ეს ყველაფერი ვეღარ მოითმინა და როდრიგესი გააგდო. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები თვლიდნენ, რომ ხესე მათ რეპუტაციას ჩირქს სცხებდა.

ამის შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელის კარიერაში „ლას პალმასის“ ჯერი დადგა და საკმაოდ კარგ ფორმაშიც ჩადგა, მაგრამ ავარიაში მოყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ხესეს აურა რუისი მანქანიდან აგდებს და მიდის. ამ დროს კი როდრიგესი კოჭლობით აგრძელებს გზას. აღნიშნული ვიდეო ძალიან სწრაფად გაქრა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ყოფილმა შემტევმა აურას შერიგება სთხოვა, რაზეც ტელე წამყვანი დათანხმდა და მათ ახლიდან იქორწინეს. გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგესი მეოთხე შვილს ელოდება. საფეხბურთო კარიერას კი „ანკარაგიუჯუში“ აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ
“რა არის შენი ჯადოსნური მომენტი? დაბადება..“ - მე პელე ვარ