ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძლიერია და განსხვავებას ქმნის, მაგრამ...“ - ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე

„ატალანტას“, „კიევოსა“ და „ლეჩეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სიმონე ტირიბოკიმ „ნაპოლიზე“ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ტირიბოკიმ ხვიჩას ძლიერი ფეხბურთელი უწოდა, მაგრამ დასძინა, რომ ჯერ არაა მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, „პარტენოპეის“ ულიდეროს და მატჩები მოაგებინოს.

„მიმდინარე ჩემპიონატში, ნაპოლის ყველაზე ღრმა შემადგენლობა ჰყავს. გასულ სეზონში განსხვავებული ვითარება იყო და პარტენოპეიმ ბევრი საშინაო მატჩი წააგო. იუვენტუსისა და ნაპოლის შეხვედრა ორივე გუნდისთვის იდეალურ დროს იმართება და პარტენოპეის მოუწევს, ითამაშოს ტაქტიკის წინააღმდეგ, რომელიც სხვებზე უკეთესია.

კვარაცხელიას რაც შეეხება, მან ტრავმისგან თავი უნდა გაითავისუფლოს და მიხვდეს, ხალხი მისგან რას ელოდება. თავდაპირველად, იგი ნაკლებად ცნობილი იყო და რაღაც შთამბეჭდავი გააკეთა, ახლა კი მისგან თითოეულ მატჩში 2 გოლს ელიან. კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის, მაგრამ ჯერ არაა ჩემპიონი, რომელსაც შეუძლია, ლიდერის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და გუნდს თამაშები მოაგებინოს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. მეორე ადგილს „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე, „იუვენტუსი“ იკავებს, რომელსაც სერია A-ში 8 თამაშია გოლი არ გაუშვია. მატჩი პარასკევს, თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის 12 მებრძოლი, რომლებიც დოპინგზე ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს - დოლიძე ერთ-ერთია
UFC-ის 12 მებრძოლი, რომლებიც დოპინგზე ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს - დოლიძე ერთ-ერთია