ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი
Aa
Aa

ჰაცუ ბაშო: ტოჩინოშინი უვატენაგეს ილეთით დამარცხდა

„კოკუგიკანის“ სასახლეში „ჰაცუ ბაშოს“ მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა ჰირადოუმის დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. საბოლოოდ, უვატენაგეს ილეთით ჰირადოუმიმ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, სუპერტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინმა მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომა იორიკირის ილეთით დაამარცხა. საწყისი ორი დღის შემდეგ ლევან გორგაძის ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 მარცხია.

„ჰაცუ ბაშოს“ მესამე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. მათი 23 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 12 მოიგო, ქართველი სპორტსმენი 11 შეხვედრაში დამარცხდა.

ლევანმა გასული ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, მის ანგარიშზე 6 მოგება და 9 მარცხი იყო, რის გამოც მიმდინარე ბაშოზე დასავლეთის მე-11 მაეგაშირაა. გეტყვით იმასაც, რომ „ჰაცუ ბაშო“ 22 იანვარს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარმატებული სტარტი - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მოგებით დაიწყო
წარმატებული სტარტი - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მოგებით დაიწყო