თამაში შეწყვიტა - ბასილაშვილი ადელაიდის ტურნირს გამოეთიშა
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ადელაიდას ტურნირზე ჩაერთო, თუმცა გათამაშებას პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა.
ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 69-ე ნომერს, შვედ მიკაელ იმერს შეხვდა და მატჩი ნაადრევად დაასრულა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 6:1 დათმო, მეორე სეტში კი როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ნიკამ თამაში შეწყვიტა და გამარჯვებაც ავტომატურად მის მოწინააღმდეგეს ჩაეწერა.
ცნობისთვის, 30 წლის ჩოგბურთელმა 2022 წელს უკვე მეორე ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში გათამაშებას პირველივე შეხვედრაში დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 91-ე ადგილზე იმყოფება.