გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, მამუკა აბრამიძე
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი, მამუკა აბრამიძე 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის Facebook-გვერდზე სამძიმრის წერილიც ვრცელდება:
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის და საქართველოს 5-გზის ჩემპიონი მამუკა აბრამიძის, გარდაცვალების გამო.
თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი კალათბურთელის პროფესიული კარიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში დაიწყო, თუმცა გამორჩეული მონაცემების გამო ის მალე მიიწვიეს იმ დროის წამყვან ქართულ გუნდებში – „ვითაში“, შემდეგ ბათუმის „ბასკოში“, თბილისის „დინამოში“. აბრამიძემ ამ გუნდების გარდა თსუ-ში, თბილავიამშენში და სტუ-ჯეოსელში ითამაშა. ეროვნულ ნაკრებში მამუკას 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც ის მატჩში საშუალოდ 27 წუთს თამაშობდა და 6 ქულასთან ერთად 2 პასს აგროვებდა.
მამუკა აბრამიძის გამოსვენება შედგება ვარკეთილის მეურნეობის ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდან სამშაბათს, 10 იანვარს, 14:00 საათზე.