ცვლილებები გრძელდება - გეგუჩაძის გუნდი მეკარემ დატოვა
საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ 35 წლის გამოცდილმა მეკარემ, მიხეილ ალავიძემ დატოვა. ინფორმაცია აჭარული კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.
ალავიძე 2018 წლიდან აჭარულ გუნდში ასპარეზობდა. ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა (2021) და საქართველოს სუპერ თასი (2022) მოიგო. ალავიძე „დინამოს“ რიგებში 195 მატჩი ჩაატარა.
ალავიძის მსგავსად ბათუმის „დინამო“ გიორგი ფანცულაიამ, ჯაბა ჯიღაურმა, ოლექსანდრ აზაცკიმ, მილან რადინიმ, ბენჟამინ ტეიდმა დატოვეს, ხოლო გიორგი ნავალოვსკიმ კარიერა დაასრულა.
ასევე, გია გეგუჩაძის ერთ-ერთ ასისტენტად მისი შვილი, ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი გეგუჩაძე დაინიშნა. ინფორმაცია გიორგი გეგუჩაძემ LinkedIn-ში დაადასტურა.
ფოტოზე: გიორგი გეგუჩაძე და ვასილ მაისურაძე
რაც შეეხება ახალწვეულებს, ახალ სეზონში ბათუმის „დინამოში“ სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი, მარცხენა გარემარბი ალექსანდერ იაკობსენი, ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი, 18 წლის ტალანტი მუხრან ბაგრატიონი, ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი ითამაშებენ.