„მადლობა და წარმატებები“ - მჭედლიძემ ტორპედო დატოვა
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ ლევან მჭედლიძემ დატოვა. ინფორმაცია ფეხბურთელმა Instagram-ში დაადასტურა.
32 წლის ფორვარდი ქუთაისურ კლუბს დაემშვიდობა: „მადლობა ქუთაისსა და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და დაფასებითვის. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან შემაყვარა თავი ამ ქალაქმა! წარმატებები და წინსვლა“.
View this post on Instagram
გასულ წელს ლევან მჭედლიძე ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ქუთაისურ კლუბში 2021-22 წლებში ასპარეზობდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. მას ასევე უთამაშია „ემპოლიში“ (2008-19), „პალერმოში“ (2008-10), თბილისის „დინამოსა“ (2019-20) და ბათუმის „დინამოში“ (2021).
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩში 2 გოლი შეაგდო.
ფოტო: „ტორპედოს“ პრესსამსახური