წარმატებული სტარტი - ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო მოგებით დაიწყო
„კოკუგიკანის“ სასახლეში „ჰაცუ ბაშო“ დაიწყო. სუპერტურნირის პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომა იყო. დაძაბული შეხვედრა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, ლევან გორგაძემ მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა, იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
„ჰაცუ ბაშოს“ მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჰირადოუმი იქნება, რომელიც 22 წლის სუმოტორია, ლევანი მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა. ქართველი მასთან გასული წლის სექტემბრის ბაშოზე შეხვდა იორიკირით დამარცხდა.
შეგახსენებთ, ლევანმა გასული ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, მის ანგარიშზე 6 მოგება და 9 მარცხია, რის გამოც დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იქნება. გეტყვით იმასაც, რომ „ჰაცუ ბაშო“ 22 იანვარს დასრულდება.