მიქელთაძემ პენალტი ვერ გაიტანა - ქართველების დაპირისპირება ავსტრალიაში
ავსტრალიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში დუაიტ იორკის გაწვრთნილმა „მაკარტურმა“ შინ „ნიუკასლ ჯეტსი“ 2:0 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა ალ-ჰასან ტურეს გოლით გახსნეს. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე „ნიუკასლ ჯეტსის“ ქართველ ფორვარდს, ბექა მიქელთაძეს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა.
დუაიტ იორკმა ბაჩანა არაბული სასტარტოში ათამაშა და 84-ე წუთზე შეცვალა. „ნიუკასლ ჯეტსის“ სასტარტოში ბექა მიქელთაძემ შეუცვლელად იასპარეზა. მიქელთაძის თანაგუნდელი ბექა დარცმელია თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო.
12-გუნდიან ჩემპიონატში „ნიუკასლ ჯეტსი“ 12 ქულით მე-9 ადგილზეა, „მაკარტური“ კი 17 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.