კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

“რონალდუს წესი“ - ტენ ჰაგის ინოვაცია და შეცვლილი წესები

ერიკ ტენ ჰაგი მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოირჩევა. ნიდერლანდელი სპეციალისტის ხასიათი არც „მანჩესტერ იუნაიტედში“ შეიცვალა. ბრიტანული მედია საინტერესო სიახლეს გვთავაზობს.

ტენ ჰაგმა გუნდში „რონალდუს კანონი“ შემოიღო, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელებს კვირაში ხელფასი 200 000 ევროზე მეტი არ უნდა ჰქონდეთ. ამით „იუნაიტედის“ მწვრთნელი ცდილობს, რომ ყველამ თანაბრად იგრძნოს თავი.

ამ მომენტისთვის ყველაზე მაღალი ანაზღაურება კვირაში 375 000 ევრო დავიდ დე ხეას აქვს, რომელიც ხელფასის შემცირებას დათანხმდა და მომავალი სეზონიდან 200 000-ს აიღებს.

„მანჩესტერის“ ახალი კოლექტიური ანაზღაურების პოზიცია არის მნიშვნელოვანი ცვლილება ედ ვუდვორდის ეპოქიდან, როდესაც კლუბი თამამად არღვევდა სახელფასო სტრუქტურებს, რათა მოეყვანა ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორიცაა რონალდუ.

ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ არნოლდს, ფეხბურთის დირექტორს ჯონ მურტოუს და მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს სურთ ფეხბურთელების მდგომარეობის დაბალანსება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ თუ გუნდი ოთხეულში ვერ მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა ფეხბურთელებს გარკვეული ფინანსური სანქციები დაეკისრებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გვარდიოლი: “ჩემი ოცნების კლუბი ლივერპულია“
გვარდიოლი: “ჩემი ოცნების კლუბი ლივერპულია“